თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტში შექმნილი ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის მიერ ინიცირებული პროექტი - „გმირის დღე“ განხორციელდა.
ღონისძიება გაიმართა ა(ა)იპ თიანეთის მუზეუმების გაერთიანებისა და საჯარო სკოლების აქტიური ჩართულობით.
ახალგაზრდებთან შეხვედრაზე თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომელმა - მიხეილ მგელიაშვილმა და მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელმა - ციცინო გაბიდაურმა ისაუბრეს წმინდა მეფე არჩილისა და კვირიკე მესამის, ასევე, პოეტი-ჯარისკაცის — მირზა გელოვანის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.
„გმირის დღე“ წარმოადგენს საგანმანათლებლო-კულტურულ პროექტს, რომლის მიზანია ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელება, ისტორიული მეხსიერების გაძლიერება და ეროვნული ღირებულებების დამკვიდრება ახალგაზრდა თაობაში.
აღნიშნული კომისიის საქმიანობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს მომავალი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.
-
საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში -
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს შეხვდა