თიანეთის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან წიკლაურმა, მცხეთა-მთიანეთის დელეგატმა დიმიტრი ხუნდაძემ, მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, თეიმურაზ ბექაურმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ დიდებაშვილმა საქართველოს თავისუფლებისათვის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და დაბა თიანეთში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
"9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავდროულად, საამაყო თარიღია. ვიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს თავისუფლებას შესწირეს. მათი თავგანწირვა გვაკისრებს პასუხისმგებლობას, გავუფრთხილდეთ დამოუკიდებლობას და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალზე.“ - აღნიშნა ლევან წიკლაურმა.
გმირთა მემორიალთან, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ასევე იმყოფებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები, მერიისა და ა(ა)იპ-ების წარმომადგენლები.
-
საინფორმაციო შეხვედრა ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში -
სამუშაო შეხვედრა მერიის კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან -
თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი პროექტის - „ახალგაზრდული საქმიანობის დელეგატი" - ფარგლებში შერჩეულ თიანეთის დელეგატს შეხვდა