თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის, ლევან წიკლაურის ხელმძღვანელობით, ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და მათი დროულად აღმოფხვრის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
ლევან წიკლაურმა განსაკუთრებული ყურადღება პასუხისმგებლობის საკითხზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ თითოეული პროექტი განხორციელდება მუდმივი და უწყვეტი მონიტორინგის ქვეშ, რათა სრულად იყოს უზრუნველყოფილი სამუშაოების მაღალი ხარისხითა და დადგენილ ვადებში დასრულება.
„ჩვენი მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა და მუნიციპალიტეტის განვითარებაა. შესაბამისად, მოვითხოვ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები სრულად და დადგენილ ვადებში შესრულდეს. ნებისმიერი ხარვეზი შესაბამის რეაგირებას გამოიწვევს, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გატარდება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - განაცხადა ლევან წიკლაურმა.
შეხვედრას მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და კონტრაქტორი სამშენებლო და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
-
სოფელ სიმონიანთხევის შიდა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები -
გამწვანების ღონისძიება "ჩემი პირველი ნერგი" -
სამუშაო შეხვედრა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით