1. ადმინისტრაციული, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის ფუნქციებია:
მერიის სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის ხელშეწყობა, მერიის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, აგრეთვე მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, დასახლებების საერთო კრებების განხორციელებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება, ინფორმაციის საჯაროობის უზრუნველყოფა; მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება განხორციელება, მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე; კულტურულ ღირებულებათა აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია.