გამწვანების ღონისძიება "ჩემი პირველი ნერგი"

თიანეთის მუნიციპალიტეტის მერი ლევან წიკლაური, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზაუტაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ დიდებაშვილი მირზა გელოვანის სახელობის დაბა თიანეთის N1 საჯარო სკოლაში "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში გამართულ გამწვანების ღონისძიებას დაესწრნენ.

პროგრამის ფარგლებში, თიანეთის მუნიციპალიტეტის 11 საჯარო სკოლაში 72 ნერგი დაირგო, მათ შორის, კავკასიური ცაცხვი, ქართული მუხა, მინდვრის ნეკერჩხალი, პირამიდალური ვერხვი და კვიპაროსი, კოლხური ბზა, კავკასიური ფიჭვი და ჰიმალაის კედარი.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელდება და მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებასა და გარემოზე ზრუნვის კულტურის განვითარებას.

გამწვანების ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თიანეთის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულის თავმჯდომარის მოადგილეები, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და თიანეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პირები, აგრეთვე, მერიისა და საკრებულოს სხვა წარმომადგენლები. ფოტო  ვიდეო